დილით ადრე ვნახე დედა , ისევ ძილშია… ხელოვნური სუნთქვის დახმარებით … ეკა ბესელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
მე 15 დღე…
დილით ადრე ვნახე დედა , ისევ ძილშია… ხელოვნური სუნთქვის დახმარებით …
სიცხე არ ქონდა, პარამეტრები გაუარესებული არაა და ყოველი შემდეგი დღე გამარჯვებაა…
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც გვეხმარება .
გუშინ ვახტანგ კალოიანმა ინახულა დედა და მადლობელი ვარ ძალიან
მთავარი რაც გვითხრა , რაც კეთდება ყველაფერი საჭიროა და წინ გრძელი ( რთული) გზა გვაქვს გასავლელი
ციხეში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ სქიმ იღუმენია სერაფიმას ნაჩუქარი ფსკვნილი გამომიგზავნა გუშინ , რომ დროებით ჩემთან იყოს
გიორგის დედა ეკა წერეთელი არ ვიცი უკვე რამდენჯერ მოვიდა
ირაკლი პაპიაშვილის საოცარი დედაც
მარეზი კობახიძე რომ დავინახე არ ვიცი გული მომეწურა … არც ვიცოდი ისე მოგვაკითხა საავადმყოფოში
ცალკე ისტორიაა სამთავროს მონასტრის თანადგომა
მეგობრებზე აქ არ ვწერ , ცალკე მოვიცლი ….
ლოცვები ათონიდან საქართველომდე …
ყველაფერს ვერ ვწერ … ეტაპობრივად შევძლებ , მაგრამ მადლიერება არ მტოვებს …
არაფერი იკარგება ამ სამყაროში და მჯერა შევძლებ ყველას გითხრათ მადლობა
ახლა მთელი ჩემი ენერგია დედასკენ მაქვს მიმართული და მას ჭირდება . აქამდე სულ უპირობო სიყვარულით ჩემს გვერდით იდგა …
მჯერა დაგვიბრუნდება უფლის შეწევნით,
ნანახია: 101
მსგავსი სიახლეები
clickss