ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
20-08-2026 13:35
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი შეეხო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ნანახია: 16
მსგავსი სიახლეები
clickss