2026-08-20

13:23

შსს - თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა – დაკავებულია 1 პირი

20-08-2026 11:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1 პირი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრა, ობიექტის თანამშრომელს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თანხა და პირადი ნივთები მოსთხოვა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნაძარცვი თანხა და ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები