კაია კალასი - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს
ევროკავშირი უახლოეს თვეებში გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას, რომელიც შესაძლოა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
"შემოდგომისთვის მე გამოვდივარ წინადადებით ომის დაწყების შემდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტის შემოღებაზე. მათი მიღებისთანავე, სანქცირებულ რუსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საერთო რაოდენობა მესამედით გაიზრდება. ზეწოლა მანამ უნდა გაძლიერდეს, სანამ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს", — აღნიშნა კაია კალასმა.
კალასის თქმით, ევროპულმა სანქციებმა რუსეთს უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი და ქვეყანას 1 ტრილიონ ევროზე მეტი დააკარგვინა.
ნანახია: 10
მსგავსი სიახლეები
clickss