გურიკა დადიანიძის დედა - ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ჯერ ორმოა და მერე ჭა. ორმოდან, რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია
ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ? - ამის შესახებ მლეთაში, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების მეოთხე დღეს სკანერის მეშვეობით ვერ მოხდა ვერაფრის აღმოჩენა, თუმცა დღეს დილიდან მიუვალი ადგილების უკეთ მოსაკვლევად მოხდება მძიმე ტექნიკის შეყვანა.
“გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის. თვითონ უფროსმა მითხრა, გულში ისე რომ არ დაგრჩეს რამე, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოვიყვანთო. მეწყრის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. ეს მასა ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე.
ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ჯერ ორმოა და მერე ჭა. ორმოდან, რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ?“ - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა “ტვ პირველთან”.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
ნანახია: 223
მსგავსი სიახლეები
clickss