2026-07-30

16:55

„დიაბეტი და მხედველობა: თვალის დიაბეტური გართულებების ინტეგრირებული მართვა“

30-07-2026 15:42

აჭარა ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების ერთობლივი კონფერენციას უმასპინძლებს

1 აგვისტოს, 12:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ (მის: რუსთაველის გამზირი #40) აჭარის სამედიცინო საზოგადოების ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების ერთობლივი კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „დიაბეტი და მხედველობა: თვალის დიაბეტური გართულებების ინტეგრირებული მართვა“.

ღონისძიება ტარდება დიაბეტური რეტინოპათიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის  „აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე“  ფარგლებში. კამპანიის მიზანია დიაბეტით დაავადებული ადამიანების ინფორმირება თვალის ბადურის რეგულარული შემოწმებისა და მხედველობის შესანარჩუნებლად დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგები გაეცნობიან დიაბეტური რეტინოპათიისა და ბადურის სხვა დიაბეტური დაზიანებების მართვის თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს, ასევე იმსჯელებენ ინტეგრირებული ზრუნვის მოდელებზე, რომლებიც აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის შედეგებს.

საქართველოს ოფთალმოლოგიურ და ენდოკრინოლოგიური სამედიცინო საზოგადოებებმა  2026 წლის ერთ-ეთ პრიორიტეტულ მიმართულებად  სწორედ დიაბეტური რეტინოპათიის მართვა გამოაცხადეს. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების უმნიშვნელოვანესი როლი პაციენტთა მხარდაჭერისა და დაავადების პრევენციის პროცესში.

კონფერენციის ფარგლებში ექიმი-ენდოკრინოლოგი ინგა აბესაძე (MD, PhD, ასოცირებული პროფესორი, კლინიკა „სოლომედის“ კლინიკური დირექტორი) და ოფთალმოქირურგი კახა შარაშიძე ხოზრევანიძის კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისაუბრებენ თემებზე, როგორიცაა „დიაბეტიდან დიაბეტურ რეტინოპათიამდე“ და „ბადურის დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

კონფერენიის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დიაბეტური რეტინოპათია და დიაბეტური მაკულარული შეშუპება შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მზარდი გამოწვევაა, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეთა შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე და ადამიანებში მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა. დაავადების ეფექტური მართვა შესაძლებელია მხოლოდ ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების მჭიდრო  და კოორდინირებული თანამშრომლობით, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს დროულად ა უწყვეტად მიიღოს შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

2024 წელს   სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიამ სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანს ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები