2026-07-28

10:54

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ბორდოს მახლობლად ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

28-07-2026 09:36

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, რის გამოც ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ინფორმაციას BBC - ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთში ევაკუირებულია 220,000-მდე მოქალაქე, ხოლო ესპანეთში — 100,000-ზე მეტი.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟირონდის რეგიონში ვიზიტისას განაცხადა, ქვეყანა „უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარს“ ებრძვის, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე კრიზისია. მაკრონის თქმით, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ვითარება კვლავ რთული რჩება.

ქალაქ სესტასის მერის, ჟერომ სტეფეს განცხადებით, რეგიონში 42,000 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა და 240-მდე სახლი განადგურდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზოლების შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ხანძრის 13,500-ზე მეტი კერა დაფიქსირდა, ხოლო დამწვარი ფართობის რაოდენობამ 116,000 ჰექტარს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები