2026-07-23

15:14

ლუდი „ნატახტარის“ და ფესტივალი Art-გენის მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება შეკრების დროა 23-ე Art-გენზე!

23-07-2026 13:18

23-26 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი    ფესტივალ Art-გენს უმასპინძლებს.  წელს, ფესტივალი მაყურებელს განახლებულ ფორმატს სთავაზობს.  თანამედროვე ქართული მუსიკის პროგრამის ნაწილში, თითოეული საფესტივალო დღის დასასრულს ორი დასკვნითი კონცერტი გაიმართება

23 ივლისს, ფესტივალის Art-გენი 2026 პირველი  დღე “სუხიშვილების” კონცერტით გაიხსნება, ხოლო საღამოს მეორე დასკვნითი კონცერტით თემურიკო დიასამიძეს წარსდგება.  24 ივლისს, ფოლკლორული პროგრამის შემდგომ საფესტივალო დღე Tamada-ს და ბენდ „ჩვენებურების“ კონცერტებით გაგრძელდება. მეორე დღის ფინალურ კონცერტს კი,  ნინო ქათამაძე გამართავს. 25 ივლისს, სცენა “ფრანს“ და REGGAEON-ს დაეთმობა. 26 ივლისს  „Art-გენი 2026“ ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.

ლუდი „ნატახტარი“ ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერია. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ლუდი „ნატახტარი“ უმასპინძლებს, რაც ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს გახდის.

„ლუდი  „ნატახტარი“, რა თქმა უნდა, აგრძელებს ქართული კულტურის მხარდაჭერას. Art-გენი განსაკუთრებული ფესტივალია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქართული ტრადიციული და თანამედროვე კულტურის პოპულარიზაციაში. გვიხარია, რომ Art-გენის და ლუდი „ნატახტარის“ მრავალწლიანი მეგობრობა კვლავ გრძელდება და წელსაც ვუმასპინძლებთ ნამდვილი ქართული ლუდით ნამდვილ ქართულ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს. შეკრების დროა 23-ე Art-გენზე!  - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში ფესტივალზე მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები,  სადეგუსტაციო სივრცეები. ფოლკლორულ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ურმული“  და „მარგალეფ“. პროგრამის ნაწილი დაეთმობა ინოლა გურგულიას სიმღერებს, რომელსაც  შეასრულებს  მისი ოჯახის წევრებისგან შემდგარი დუეტი თამუნა თოლორდავას და დათო შუღლიაშვილის მონაწილეობით.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები. ამასთან, ფესტივალმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.  ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები