2026-07-16

12:16

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა 2 ადამიანი

16-07-2026 10:07

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 16 წლის მოზარდია.

რუსებმა იერიში მიიტანეს კიევის სვიატოშინსკის და დარნიცკის რაიონებზე. დარნიცკის რაიონში ადმინისტრაციული საწყობის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

სვიატოშინსკის რაიონში ერთსართულიან საწყობს ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, მაშველების თქმით, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები