2025-05-09

18:49

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!

სამხედრო
08-05-2025 15:40

საქართველოში პირველად, ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან - სამშობლოს დამცველის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს გენერალური შტაბის წარმომადგენლები, თბილისში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები, ასევე ექსპერტები და ჟურნალისტები.

საზეიმო მიღებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მალიკ მურზალინი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა თანმიმდევრულ და მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს. ამავდროულად, ყაზახეთის არმია საიმედოდ იცავს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. წარმატებით უწყობს ხელს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში. ყაზახეთის „ლურჯი ჩაფხუტები“ გაეროს კონტინგენტში მსახურობენ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, რაც ხელს უწყობს ამ რეგიონების ცალკეულ ქვეყნებში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას.

ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას უთმობს თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.

ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობები წარმატებით ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ, ასევე სამხედრო და თავდაცვის სფეროებში.

საქართველოში ყაზახეთის სამხედრო ატაშემ, კაზეზ ტლეუბაევმა, დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ასტანაში გამართულ სამხედრო აღლუმზე ისაუბრა, რომლის დროსაც ყაზახეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი პოტენციალი და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა აჩვენეს. 

„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთის შეიარაღებულ ძალებში არაერთი ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომლებიც მიზნად ისახავდა ჯარების საბრძოლო პოტენციალის გაზრდას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. გაუმჯობესდა საკანონმდებლო ჩარჩო გეოპოლიტიკური სიტუაციისა და ჩვენი სახელმწიფოს პოზიციის გათვალისწინებით საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე გაუმჯობესდა სამხედრო პერსონალის სოციალური გარანტიები“, - განაცხადა სამხედრო ატაშემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ ყაზახეთს დღესასწაული მიულოცა, აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დონის განვითარების მნიშვნელობა და გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადოს.

მიღების დროს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი თავდაცვის მინისტრის, საგადატ ნურმაგამბეტოვის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მედალი გადაეცა.

მიღების ფარგლებში, ფოტოგამოფენა და ყაზახეთის არმიის შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები

2025-05-08 16:49
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!

ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

2025-05-08 15:40
სამხედრო

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!

ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

2025-05-08 15:31
სამხედრო

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს

კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

2025-05-08 11:51
სამხედრო

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა

საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

2025-05-05 12:02
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის

საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები