თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ატაშეების ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების თავდაცვის ატაშეების ასოციაციასთან ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.
მინისტრის მოადგილემ თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციისთვის წლის განმავლობაში იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც თავდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროცესების გაცნობას ისახავს მიზნად.
ნანახია: 65
მსგავსი სიახლეები
clickss