2024-10-18

08:34

VIDEO/თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა

სამხედრო
11-10-2024 13:56

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში - ROLE2F „დიდგორი მედევაკით“ ევაკუაცია, შემდეგ კი, ვერტმფრენით სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა.  

სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, SNGP-ისძირითადი ჯგუფის წევრები, თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის ევროპის სარდლობის ავიაციის ძალებისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მთავარი ექიმები, თავდაცვის ძალებისა და ლუგარის სახელობის სამედიცინო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სამედიცინო მიმართულების განვითარებაში შეტანილი წვლილის, სწავლების წარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის მედლებით „ღირსეული პარტნიორი“ პოლკოვნიკი იურგენ მუნტენაარი და ვიცე-პოლკოვნიკი ივონ ზიბერტი დააჯილდოვა. 

GEOMEDEX 24-ში მე-4 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის (OCC E&F) პროცესის სერტიფიცირებისათვის ემზადება. ქვედანაყოფის საწყისი ოპერატიული შესაძლებლობები (IOC) ევროპის მულტინაციონალური სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის შემფასებელთა ჯგუფის მიერ ეროვნულ დონეზე დადებითად შეფასდა, ასეული ნატოს საბოლოო ოპერატიული შესაძლებლობების სერტიფიცირებას (FOC) 2025 წელს ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაივლის. 

მსგავსი სიახლეები

2024-10-11 13:56
სამხედრო

VIDEO/თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა

საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში - ROLE2F „დიდგორი მედევაკით“ ევაკუაცია

2024-09-24 16:14
სამხედრო

VIDEO: მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - ETERNITY 2024 დაიწყო

სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის

2024-09-11 16:42
სამხედრო

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს

კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და

2024-09-10 13:12
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან იაშარ გიულერს საქართველოს

2024-09-10 11:59
სამხედრო

თბილისში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისათვის“ მხარდაჭერით: „ცი

სამეცნიერო ვორქშოპის მასპინძლები არიან ლეიდენის უნივერსიტეტი და სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. ვორქშოპში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები