2024-07-07

11:47

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება

სამხედრო
03-07-2024 11:35

თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. 

ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

მსგავსი სიახლეები

2024-07-04 11:33
სამხედრო

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენ

ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით

2024-07-03 11:35
სამხედრო

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურებ

წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული

2024-07-02 15:18
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა!

სუ-25-ის კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი

2024-06-27 15:10
სამხედრო

BIDEO: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დას

კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცე

2024-06-20 14:42
სამხედრო

VIDEO: „შამქორი 2024“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა

საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები