კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად საინტერესო ღონისძიება გაიმართა!

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდ, კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა!
აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომლის სახელწოდებაც იყო "კარიერის დღე“, სტუდენტები უკეთ გაეცნენ ბიზნეს სამყაროს დინამიკას, გაიზიარეს პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადადგეს ახალი შესაძლებლობების ათვისებისკენ.
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდ, კომპანია „ბეკო“-ს და თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის ერთობლიბვი ღონისძიება, მიზნად ისახავდა თურქული ენის მცოდნე განათლებული ახალგაზრდა თაობის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის მხარდაჭერას, და მათთვის ხელის შეუწყობას შემდგომი კარიერული და საინტერესო გზების დაგეგმვაში.
„გვინდა გულითადი მადლობა გადავუხადოთ კომპანია „ბეკო“-ს გენერალურ დირექტორს საქართველოში ბატონ მეჰმეთ მელექს, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს ქალბატონ ხატია ტყებუჩავასა და ყველა დამსწრეს მობრძანებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ გასწიეს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის“, - განაცხადა თავის მიმართვაში თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გულთექინმა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდი, კომპანია „ბეკო“, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროექტებს. მაგალითად, კომპანია „ბეკო“ 20 წელზე მეტია საქველმოქმედო ორგანიზაცია "კათარზისთან" თანამშრომლობით აგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელებას. მიმდინარე წლის იანვარში, „სადილი ყველას“ პროექტის ფარგლებში კომპანია „ბეკო“ 2 ათას ბენეფიციარს გაუმასპინძლდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბეკოს“ დევიზია „ჩვენ ვაძლიერებთ ახალ თაობებს რათა იცხოვრონ უფრო ჯანსაღად“! კომპანია „ბეკოს“ მოგზაურობა დაიწყო 1955 წელს, როდესაც დიდმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ პირველად დაიდო ბინა ყველა ოჯახში. გასული 60 წლის განმავლობაში, კომპანიამ მიზნად დაისახა, შეეცვალა მომხმარებლის ცხოვრება ინოვაციური პროდუქტებით, რომლებიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს და ამავდროულად უფრო გარემომდგრადია.
კომპანია "ბეკო" არის გლობალური ბრენდი, რომელიც დღეს 135-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. კომპანია ასევე არის ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი ევროპის დიდი, თეთრი საქონლის ბაზარზე ინოვაციური და მდგრადი პროდუქტების ფართო ასორტიმენტით. ყველა ამ გამოცდილებამ და კომპანიის ბრენდის მემკვიდრეობამ უზრუნველყო ჩვენი ადგილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის 3 უმსხვილეს ბრენდში ევროპის მასშტაბით.
ავთანდილ ოთინაშვილი
ნანახია: 243
მსგავსი სიახლეები

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ
ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე
ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე
clickss