2025-04-19

14:14

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლება
18-04-2025 15:47

ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სკოლებში ჩინური ენის სწავლებას ეხება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა. მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა. დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე

2025-04-17 13:42
განათლება

ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა

ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების

2025-04-15 11:46
განათლება

ქართული ენის დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლა „მთაწმინდე

ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე

2025-04-07 11:44
განათლება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამას

საქართველოში იტალიის საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა

2025-04-04 16:02
განათლება

პიარსკოლა 18 წლისაა! 2007 წლის 4 აპრილიდან პიარსკოლა სტუდენტებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის

პიარსკოლას 18 წლის არსებობის მანძილზე უკვე 2300 კურსდამთავრებულზე მეტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები