2025-03-15

00:24

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ

განათლება
14-03-2025 13:21

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ.

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული. პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა - გამარჯვებულს სსიპ კოლეჯ „მერმისს“ ნინო წილოსანმა გადასცა.

„პარლამენტი მესამე წელია ამ დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას და ჩვენი ჯილდო შეეხება ინკლუზიურობას პროფესიულ განათლებაში. სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ისაა, რომ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და გამოწვევები იყოს გათვალისწინებული. თავად პროფესიული განათლების როლი ეკონომიკისა და დასაქმების განვითარებაში განუზომელია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინე მარგიშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, „ათასწლეულის ფონდის“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

მსგავსი სიახლეები

2025-03-14 13:21
განათლება

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგ

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული

2025-03-12 12:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და GCCA-ის შორის თანამშრომლობის მ

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი

2025-03-11 17:36
განათლება

ქართველი და უკრაინელი ავტორები ევროკავშირის 2025 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალურ ტურში გავიდნენ

კონკურსის ფინალურ ტურში გასულ ყველა ავტორს გაეწევა პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით

2025-03-10 12:00
განათლება

მაარიფის თბილისის კამპუსის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გასვლითი ტურის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის

2025-03-07 12:00
განათლება

ევროკავშირი წარადგენს „წიგნების თარო ევროპის შესახებ“ საგანმანათლებლო ინიციატივას საქართველოს რეგიონ

წიგნების თარო ევროპის შესახებ“ არის უნიკალური მიდგომა განათლებისადმი, რომელიც წაახალისებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები