2025-03-12

10:12

2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

განათლება
04-03-2025 16:46
2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება - ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დღეს  ბრიფინგი გამართა.

„წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, გამოსაცდელებისათვის წელს გვაქვს მცირე, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე  - იმ შემთხვევაში, თუ  ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია“.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:  

ძირითად ეტაპზე - 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც. 

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.
აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება. 
გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას.

მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები

2025-03-11 17:36
განათლება

ქართველი და უკრაინელი ავტორები ევროკავშირის 2025 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალურ ტურში გავიდნენ

კონკურსის ფინალურ ტურში გასულ ყველა ავტორს გაეწევა პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით

2025-03-10 12:00
განათლება

მაარიფის თბილისის კამპუსის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გასვლითი ტურის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის

2025-03-07 12:00
განათლება

ევროკავშირი წარადგენს „წიგნების თარო ევროპის შესახებ“ საგანმანათლებლო ინიციატივას საქართველოს რეგიონ

წიგნების თარო ევროპის შესახებ“ არის უნიკალური მიდგომა განათლებისადმი, რომელიც წაახალისებს

2025-03-04 16:46
განათლება

2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები