2024-07-04

15:16

თბილისის მაარიფის სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

განათლება
01-07-2024 15:47
თბილისის მაარიფის სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ემოციურად დატვირთული ღონისძიებით აღინიშნა. მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ ლიდერობის სერტიფიკტები;
უცხო ენებში, ხელოვნებაში, მუსიკასა და სპორტში განმავითარებელი შეფასებები; წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ დასვენებას.

შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.

2023-2024 წლიდან საქართველოში მაარიფის ფონდმა რიგით 447-ე სკოლის კამპუსი გახსნა ლისის ტბის მიმდებარედ ახლადაშენებულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასწავლო დაწესებულება მდებარეობს კომფორტულ გარემოში და ქმნის ადგილს, სადაც ახალი შესაძლებლობებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მაარიფის ფონდი ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის დაკავშირებას "საერთო სიკეთის" მიღწევის გზად ხედავს. ფონდი 2016 წელს დაარსდა. იგი არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი უპირველესი მთავარ მიზანია საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა და ეფექტური საქმიანობის განხორციელება განათლების ყველა ეტაპზე - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან უმაღლეს საფეხურამდე.

მსგავსი სიახლეები

2024-07-01 15:47
განათლება

თბილისის მაარიფის სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

უცხო ენებში, ხელოვნებაში, მუსიკასა და სპორტში განმავითარებელი შეფასებები; წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის

2024-07-01 15:40
განათლება

GIU-ს სტუდენტი გიორგი ჭიტაძე გაცვლითი პროგრამით რუმინეთში იმყოფებოდა

გიორგი ქ. კლუჟ-ნაპოკაში 35 საერთაშორისო და 7 ქართველ მონაწილესთან ერთად პროექტში სწორედ ამბრელას მხარდაჭერით იყო ჩართული

2024-06-27 14:53
განათლება

ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთოების“ თემასთან დაკავშირებული მო

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთოების“ თემასთან დაკავშირებული

2024-06-24 15:04
განათლება

2023-2024 სასწავლო წლის დასასრული

წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას

2024-06-21 10:52
განათლება

#GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ანრი (ანზორ) მექვაბიშვილი EURO2024-ზე!

ანრი დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველია და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები