2024-06-28

05:53

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სიტყვით გამოსვლა “Erasmus+”-ის პროექტ “RE-DIRECTION”-ის პრიორიტეტებს შეესაბამება

განათლება
20-06-2024 14:16

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება – კერძოდ, როგორც ნაწილობრივ, ისე სრულად ონლაინ სწავლება. განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება. შესაძლებელი გახდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაარსება.

აღიშნული ინიციატივები სრულად შეესაბამება “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION “-ის პრიორიტეტებს, მათ შორის განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებას. ამ პროექტის კონსორციუმის მონაწილეა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ. 

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

მინისტრის სიტყვით გამოსვლის შესახებ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=13792&lang=geo

“RE-DIRECTION “-ის Პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/

მსგავსი სიახლეები

2024-06-27 14:53
განათლება

ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთოების“ თემასთან დაკავშირებული მო

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთოების“ თემასთან დაკავშირებული

2024-06-24 15:04
განათლება

2023-2024 სასწავლო წლის დასასრული

წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას

2024-06-21 10:52
განათლება

#GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ანრი (ანზორ) მექვაბიშვილი EURO2024-ზე!

ანრი დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველია და

2024-06-20 14:25
განათლება

მაარიფის სკოლაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის

2024-06-20 14:16
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სიტყვით გამოსვლა “Erasmus+”-ის პროექ

მინისტრის განცხადებით, საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება – კერძოდ, როგორც ნაწილობრივ, ისე სრულად ონლაინ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.8327
EUR: 3.031
GBP: 3.5842

კატეგორიები