2024-07-05

19:33

STEM განათლებისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკავშირების საკითხი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს წვლილი “STEM4Humanities”-ის პროექტში

განათლება
16-05-2024 11:36

სწრაფად განვითარებად შრომის ბაზარზე STEM (ინგლ. აბრევიატურა - “მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა”) უნარების მქონე პროფესიონალებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება და აღწევს 75%-ს (Government of WA, 2020). მიუხედავად ამისა, STEM უნარების ინტეგრირების პროცესი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო პროგრამებში კვლავაც გასააქტიურებელია. ამ აუცილებლობის აღიარებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “STEM4Humanities”-ში მონაწილეობით, მიზნად ისახავს, მოახდინოს რევოლუციური გარდატეხა უმაღლეს განათლებაში, ერთი მხრივ, STEM დისციპლინებსა და მეორე მხრივ, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის არსებული უფსკრულის გადალახვით.

მაცერატას უნივერსიტეტის (იტალია) ხელმძღვანელობით, ევროპის მასშტაბით გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით დაკომპლექტებული კონსორციუმი “STEM4Humanities”-ის პროექტის ფარგლებში მიზნად ისახავს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტუდენტებს განუვითაროს ის ძირითადი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა დღევანდელ სამუშაო გარემოში წარმატების მისაღწევად. ინტერდისციპლინური მიდგომებისა და ინოვაციების გაძლიერებით, პროექტი ორიენტირებულია უფრო ინკლუზიური და დინამიკური საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაზე.

მთელი რიგი ინოვაციური აქტივობებით, მათ შორის ონლაინ ტრენინგების, უფასო საგანმანათლებლო რესურსების, ონლაინ სტაჟირებებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების მეშვეობით, “STEM4Humanities” ცდილობს, აღჭურვოს ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები STEM პრინციპების შესაბამისი ინსტრუმენტებითა და ცოდნით.

პროექტის პარტნიორების შეხვედრა იტალიაში

პროექტის საწყის შეხვედრაზე, რომელიც 2024 წლის 8-9 თებერვალს გაიმართა ქალაქ მაცერატაში (იტალიაში), პროექტის გუნდმა სტარტი აიღო უმაღლეს განათლებაში ზემოაღნიშნული ტრანსფორმაციული ცვლილებების დასანერგად. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს (საქართველო), მეტროპოლიტენის კოლეჯის (საბერძნეთი), ლილის უნივერსიტეტის (საფრანგეთი), ორგანიზაცია Innovation Hive-ის (საბერძნეთი), მიკოლო რომერიოს სახელობის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი), ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის უნივერსიტეტის (უკრაინა) წარმომადგენლები.

შემდეგი ნაბიჯი არის თვითშეფასების ინსტრუმენტის გავრცელება უნივერსიტეტის იმ პროფესორებს/ლექტორებს შორის, რომლებიც ასწავლიან ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების აკადემიურ პროგრამებზე. ამ თვითშეფასების ინსტრუმენტის მიზანია აღნიშნული პროფესორების STEM კომპეტენციებისა და საჭიროებების შესწავლა. შედეგების ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შევქმნით ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამას (STEM ტრენინგს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროფესორებისთვის), რომლის მიზანი იქნება აღნიშნული პროფესორების სასწავლო და სამუშაო პროცესში STEM პრინციპების ინტეგრირების ხელშეწყობა.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: stem4humanities.eu

სტატიაში მოცემული ლინკების სრული ვერსიები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ: https://giu.edu.ge/en/

პროექტ “STEM4Humanities”-ის ვებ-გვერდი: http://stem4humanities.eu?utm_source=stem4humanities&utm_medium=formedia&utm_campaign=pressreleaseapr24 

თვითშეფასების ინსტრუმენტი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe3MMHs1Tsy_n8IymcgHrm7_oWDp1RHvNRT77rFQRPKNhQMUg/viewform

მსგავსი სიახლეები

2024-07-05 12:14
განათლება

მარნუელისა და თბილისის მაარიფის სკოლის მასწავლებლები აგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებმა. კონფერენციაზე

2024-07-01 15:47
განათლება

თბილისის მაარიფის სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

უცხო ენებში, ხელოვნებაში, მუსიკასა და სპორტში განმავითარებელი შეფასებები; წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის

2024-07-01 15:40
განათლება

GIU-ს სტუდენტი გიორგი ჭიტაძე გაცვლითი პროგრამით რუმინეთში იმყოფებოდა

გიორგი ქ. კლუჟ-ნაპოკაში 35 საერთაშორისო და 7 ქართველ მონაწილესთან ერთად პროექტში სწორედ ამბრელას მხარდაჭერით იყო ჩართული

2024-06-27 14:53
განათლება

ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთოების“ თემასთან დაკავშირებული მო

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთოების“ თემასთან დაკავშირებული

2024-06-24 15:04
განათლება

2023-2024 სასწავლო წლის დასასრული

წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები