2025-10-20

13:22

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

სამართალი
20-10-2025 09:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დ.ი. დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით  ბათუმში დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორებმა დ.ი. ბათუმში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის  პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს  15 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 09:58
სამართალი

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 11:36
სამართალი

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნ

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნარკოდამნაშავე დააკავა

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები