2025-10-03

01:42

სამეგრელოს პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზე დააკავა

სამართალი
02-10-2025 16:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ე.ქ. დააკავეს.  მას ბრალი  განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტომობილით 1999 წელს დაბადებულ  მ.ჭ.-ს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მძღოლი ე.ქ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 128-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-02 22:59
სამართალი

სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

2025-10-02 16:34
სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზე დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზე დააკავა

2025-10-02 11:22
სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა

სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა

2025-09-26 11:33
სამართალი

შსს - დაკავებულია პირი, რომელიც კაცს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შსს - დაკავებულია პირი, რომელიც კაცს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

2025-09-25 22:02
სამართალი

შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც კასპში ცოლს ცეცხლი წაუკიდა

შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც კასპში ცოლს ცეცხლი წაუკიდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები