2025-05-03

09:34

VIDEO: კონტრტერორისტულმა ცენტრმა ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

სამართალი
02-05-2025 18:23

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.


გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.


კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.


ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.


გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-02 18:23
სამართალი

VIDEO: კონტრტერორისტულმა ცენტრმა ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის

2025-05-02 17:48
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 11 ოქტომბერს გაიმართება!

წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების

2025-05-02 14:06
სამართალი

VIDEO: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარ

გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ

2025-05-01 12:21
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" წევრები „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშ

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ

2025-04-29 15:09
სამართალი

საქართველოს პროკურატურის განცხადება!

17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები