2025-04-02

12:02

VIDEO: პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

სამართალი
31-03-2025 15:27
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ს.ვ., 2006 წელს დაბადებული დ.შ., 2006 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული ჰ.ა..
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „მარიხუანა“, "ტრამადოლი", ფსიქოტროპული ნივთიერებები და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 260-ე, 261-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2025-03-31 15:27
სამართალი

VIDEO: პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა

2025-03-31 10:43
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - British Airways-მა თბ

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა

2025-03-28 17:47
სამართალი

VIDEO: ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საუბარი ასევე შეეხო სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებს, მათ შორის იმ მექანიზმების

2025-03-27 15:04
ბიზნეს ნიუსი

„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

აკადემიის მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური კადრების მომზადება

2025-03-26 15:49
სამართალი

VIDEO: სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები