2025-03-11

22:04

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

სამართალი
05-03-2025 13:13

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლიშ, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი 15:00 საათიდან მიმდინარეობდა. თავდაპირველად მხარეებმა საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, შემდეგ კი დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელი, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.

მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-03-08 09:55
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" ყველა ქალბატონს დიდი სიყვარულით ულოცავს ქალთა საერთა

გაზაფხულის დღესასწაულებს და უძღვნის მათ ამ თბილ და ტკბილ სარეკლამო რგოლს.

2025-03-06 13:36
სამართალი

VIDEO: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი

2025-03-06 11:55
ბიზნეს ნიუსი

ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტალეჰ კაზიმოვმა ურთიერთთანამშრომლობის

2025-03-05 18:19
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით!

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს

2025-03-05 13:13
სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები