2025-09-18

18:59

სუს-ი - დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს

სამართალი
10-12-2024 16:09

დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას, – განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით, მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ, პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი.

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას.

გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც, მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენ მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით, მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ, პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც, მათი განზრახვით, უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:29
სამართალი

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მ

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

2025-09-17 16:23
სამართალი

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

2025-09-17 15:32
სამართალი

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

2025-09-15 15:29
სამართალი

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2025-09-12 17:14
სამართალი

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები