2024-11-21

10:24

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

სამართალი
19-11-2024 16:32

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა.

ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა, რათა გამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი მექანიზმი.

„ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, სამწუხაროდ, ნდობა არ არის. ამ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლომ თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით დააყენა დიდი დარტყმის ქვეშ. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რათა ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა იქნეს გამოყენებული.

პირველი – ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა, არამედ აეკრძალათ კიდეც; მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ესაა
არჩევნების დროს ხმის ფარულობის დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებით არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ არჩევნების ფარულობა დაირღვა, რაც ასევე კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა. ჩვენ ასევე ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომლებიც პარლამენტის წევრებს აიძულებთ, უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რაც ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან იმ პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“, – აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო და უნდა, მოსამართლეების სინდისი გამოსცადოს.

მსგავსი სიახლეები

2024-11-20 16:49
ბიზნეს ნიუსი

IWSC-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯები წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდთა

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან, დეივიდ კერმოდი – ღვინის

2024-11-19 16:32
სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

უწყების ცნობით, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი

2024-11-19 10:59
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება!

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლიანი ბალანსი შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც

2024-11-18 15:58
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადში" გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

გაცნობით შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიული ბიზნეს საკითხები, დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში

2024-11-15 12:24
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ეწვივნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მ

გადაწყდა, რომ თებერვლის თვეში "გურთიადის" წევრებისათვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა საქართველო-თურქეთს შორის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები