2024-10-16

16:32

სუს-ი - პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას

სამართალი
16-10-2024 13:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

სუს-ის განცხადების თანახმად, აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ, მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას.

აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.

აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.

ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის.

აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-10-16 15:03
ბიზნეს ნიუსი

30 ათასზე მეტი სტუმარი და 424 მონაწილე - მეღვინეობის ქალაქმა ყველაზე ხალმრავალ ფესტივალს უმასპინძლა

წელს, ფესტივალი 424 მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს აერთიანებდა, რომელსაც სპეციალურა

2024-10-16 13:28
სამართალი

სუს-ი - პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას

სუს-ის განცხადების თანახმად, აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები

2024-10-11 14:02
სამართალი

პროკურატურა - სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს, ამიტომ 2016 წელს მისი კონტროლი და თვალთვალი და

თავის მხრივ, შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს

2024-10-10 10:59
ბიზნეს ნიუსი

ბათუმი მე-12 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს!

ორგანიზატორების თქმით, ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი

2024-10-10 10:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ხელმძღვანელებმა 9 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის სა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ილმაზსა და ჯენგიზს პროფესიულ საქმიანობაში.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები