2024-09-08

03:36

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე

სამართალი
24-07-2024 15:15

გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-09-03 17:32
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის

გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ქალბატონებს ვიზიტისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ პროფესიულ საქმიანობაში.

2024-09-03 10:19
სამართალი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1000-ზე მეტი პატიმარ

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია

2024-08-30 14:48
ბიზნეს ნიუსი

საქსტატი - 2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

2024-08-29 15:35
სამართალი

VIDEO: პოლიციამ კახეთში მომხდარი სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავე

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი პირი: მეუღლე - 1986 წელს

2024-08-29 15:08
ბიზნეს ნიუსი

„ქარვას“ მე-15 ზაფხულის კამპანია გრძელდება!

კამპანიაში მონაწილეობის მიღება მარტივია: იპოვე ბოთლის თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი, შეიყვანე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები