მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე, მან ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვხედავთ, რომ არაერთი მცდელობა არსებობდა და დღესაც არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თითქოსდა ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და წლების განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ყველას აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირდაპირი შედეგია მთავრობის სტაბილური და გრძელვადიანი პოლიტიკის. მისივე თქმით, ქვეყანა როგორც ევროპის, ისე რეგიონის ლიდერია ეკონომიკური მაჩვენებლით.
"რაც, რა თქმა უნდა, ასახულია ჩვენი ეკონომიკის ზრდაში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია ევროპის ქვეყნებისა, ისე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის, კოვიდ პანდემიის შემდგომ 9.6 % გახლდათ ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის, გასული წელი იყო 9.4 და მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალოდ 8 %. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რა თქმა უნდა ჩვენ უზრუნველვყოფთ ქვეყანაში სტაბილურის გარემოს, მშვიდობის შენარჩუნებას და რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს მდგრადად და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს მდგრადად და უზრუნველვყოთ ასევე თითოეული ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამისთვის ჩვენ ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს დასახული, რასაც თანმიმდევრულად მივყვებით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ნანახია: 13
მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე, მან ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში
მარიამ ქვრივიშვილი - ვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე, მან ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნ
სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნების გზით

ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდე
ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ია

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება
სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია
clickss