2025-10-04

18:55

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნების გზით

პოლიტიკა
04-10-2025 16:42

რამდენიმე საათის წინ დაიწყო ერთბაშად რამდენიმე კანდიდატის მიერ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის გავრცელება, რომლითაც ივანიშვილის სუს-ი ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან "ლელომ" არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. 

 

სამადაშვილის თქმით, ყველა მცდელობაზე, "ლელოს" წინააღმდეგ აამუშავონ პროპაგანდა და შემდეგ რეპრესიული ზომები, უმკაცრესი პასუხი ექნებათ.

 

რამდენიმე საათის წინ დაიწყო ერთბაშად რამდენიმე კანდიდატის მიერ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის განცხადების გავრცელება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუსი ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში. ეს არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ მინდა, მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუსს. დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, დღეს, როდესაც არ გაქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, მე ძალიან გირჩევდით, რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვით მცდელობით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნათელია ყველასთვის. "ლელომ" მრავალჯერ და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, ოღონდ შეიცვლება სწორედ არჩევნების გზით. 

 

დღევანდელ დღეს, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ საარცევნო გარემო ძალიან შორს არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევბნო გარემოსგან და მიუხედავად იმისა, რომ არ მონაწილეობს ამ არჩევნებში მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები, ჩვენ ვხედავთ, რა ძალისხმევა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხმების მობილიზაციისთვის თუ შექმნისთვის იმ ხმების, რომელიც მის პოლიტიკურ გაერთიანებას დიდი ხანია აღარ აქვს. ამიტომ ხელისუფლების სწორედ არჩევნების გზით დამარცხება არის ყველაზე რეალისტური გზა და სწორედ ამირტომ აგრძელებს "ლელო" პოლიტიკური გზით ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს გამარჯვებამდე მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უზრუნველყოფის გზით.

 

მანამდე კი, ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან მძიმე რეაგირება ყველა მცდელობაზე ჩვენი პარტიის წინააღმდეგ აამუშავოს რაიმე სახის პროპაგანდა და შემდგომი რეპრესიული ზომები.

 

მე მინდა მივმართო ამომრჩეველს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რამდენიმე საათი, ნუ მისცემთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას, წაგართვათ მთავარი კონსტიტუციური უფლება, ის უფლება, რასაც ჰქვია საკუთარი ხელისუფლების არჩევნების გზით ფორმირება, საარჩევნიო უფლება. მიბრძანდით, ვისაც შეგიძლიათ, საარჩევნო ყუთებთან და პასუხი გაეცით ივანიშვილის უკანონობას სწორედ საარჩევნოი ყუთთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან ეშინი აქტიური ქართელი ამომრჩევლის, - განაცხადა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

2025-10-04 16:59
პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე, მან ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში

მარიამ ქვრივიშვილი - ვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე, მან ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

2025-10-04 16:42
პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნ

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნების გზით

2025-10-04 15:57
პოლიტიკა

ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდე

ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ია

2025-10-04 15:12
პოლიტიკა

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

2025-10-04 12:35
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები