ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა იმას, რომ “ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან“
ჯაფარიძემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ“აქტიურობის, არ დანებების და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა“
ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან, აუცილებელია ვიაქტიუროთ, რადგან აქტიურობის, არ დანებების და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავისი ეფექტური იარაღი, თავისი ხმა, მისცეს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ იმ მიზნის ასრულება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, - თქვა მან.
რაც შეეხება დარღვევებს საარჩევნო უბნებზე - ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან ექნება საქმე.
ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს, ყველგან იწერება საჩივრები, იქნება მაქინაციების მცდელობა, რომელიც დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ყველა ფაქტი უნდა აღირიცხოს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ნანახია: 28
მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი - ვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე, მან ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში
მარიამ ქვრივიშვილი - ვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე, მან ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნ
სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნების გზით

ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდე
ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ია

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება
სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია
clickss