კახა კალაძე - "ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. კახა კალაძემ ხმა საბურთალოს მე-3 საარჩევნო ოლქში, 64-ე უბანზე მისცა.
"მე გავაკეთე ჩემი არჩევანი - მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, პრობლემები და ჩვენ მზად ვართ. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები - რა პროექტები განხორციელდება, რა გაკეთდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეკოლოგიის თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, ჯანდაცვაში, სოციალურ პროგრამებში. ახალი პროექტები იქნება დედაქალაქში - ტრამვაის სახით, მეტროს განვითარების სახით, ატრაქციონების პარკით და ა.შ.
ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი",- განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მოკლე კომენტარი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
"ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია", - განაცხადა კალაძემ.
ნანახია: 40
მსგავსი სიახლეები

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნ
სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნების გზით

ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდე
ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ია

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება
სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია

ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან
ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან
clickss