2025-10-04

16:52

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენმა პარტიამ, საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში

პოლიტიკა
04-10-2025 09:36

მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. "ქართულმა ოცნებამ", ჩვენმა პარტიამ, საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში.

13 წელიწადია, მოგეხსენებათ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა, რასაც ხაზი შეიძლება გავუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც "ქართული ოცნების" წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი და ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორიც საზოგადოებას უნდა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება, რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარების.

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე, როგორც წესი რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე მიღწევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა და სწორი არჩევანის გაკეთება. იმედია, დღესაც, საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებული მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები

2025-10-04 16:42
პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნ

სალომე სამადაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნების გზით

2025-10-04 15:57
პოლიტიკა

ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდე

ცესკო - 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ია

2025-10-04 15:12
პოლიტიკა

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

2025-10-04 12:35
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია

2025-10-04 11:34
პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან

ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები