Associated Press: საქართველოს მთავრობა რუსეთის მსგავსი რეპრესიებით მომიტინგეებს, უფლებადამცველებს და მედიას თავს ესხმის

საქართველოს მთავრობა რუსეთის მსგავსი რეპრესიებით მომიტინგეებს, უფლებადამცველებს და მედიას თავს ესხმის - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Associated Press.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ დაკავებებს, მაღალ ჯარიმებს და სხვა მკაცრ ზომებს იყენებს, თუმცა ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება.
Associated Press-ი წერს, რომ შაბათ-კვირას ადგილობრივი არჩევნების პარალელურად კიდევ მეტი საპროტესტო აქცია იგეგმება.
„3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში რეპრესიების შედარებას აკეთებენ საქართველოს გავლენიან მეზობელთან და ყოფილ იმპერიულ მმართველ რუსეთთან, სადაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახშობს განსხვავებულ აზრს. „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მოსკოვის გავლენის ორბიტისკენ წაყვანაში ადანაშაულებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გამწვავდა, როდესაც ორ კვირაში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; Amnesty International-ის ცნობით, სულ მცირე 300-მა განაცხადა სასტიკი ცემისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ. ჯგუფის განცხადებით, სისასტიკის დიდი ნაწილი დაკავების ადგილებში ხდება.
Associated Press-ი წერს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, Transparency International Georgia-ს, თანახმად, 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის აგვისტომდე, საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 76 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, ხოლო 60-ზე მეტი დააპატიმრეს.
„სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევები, სავარაუდოდ, ახლა უფრო მაღალია და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეკისრა მაღალი ჯარიმები. ხელისუფლებამ ასევე მიზანში ამოიღო ოპოზიციური პოლიტიკოსები და პარტიები, ასევე უფლებადამცველები და მედია. ზაფხულში, ოპოზიციის რვა ლიდერი დააპატიმრეს საპარლამენტო გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის ბრალდებით, ხოლო კიდევ ორი მოგვიანებით სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. აგვისტოში ხელისუფლებამ შვიდი უფლებადამცველი ჯგუფის საბანკო ანგარიშები გაყინა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ისინი დემონსტრანტებს ამარაგებდნენ აღჭურვილობით, როგორიცაა ნიღბები, წიწაკის სპრეი და დამცავი სათვალე, რომლებიც პოლიციასთან შეტაკებების დროს გამოიყენებოდა“, - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ კვირაში განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი „რეალისტური და მიღწევადია“.
„თუმცა, ევროკომისიის წარმომადგენელმა Associated Press -ს განუცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები შორს არის იმ ქმედებებისგან, რაც კანდიდატი ქვეყნისგანაა მოსალოდნელი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება, თუ ხელისუფლება სანდო ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელსაც საჯაროდ კომენტარის გაკეთების უფლება არ ჰქონდა და ამიტომ ანონიმურობის პირობით ისაუბრა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ნანახია: 36
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

პრემიერი: გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით, უსინდისო მოძ
პრემიერი: გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით, უსინდისო მოძალადეების ადგილი ციხეშია, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას

პრემიერი - არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყვე
პრემიერი - არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს

Associated Press: საქართველოს მთავრობა რუსეთის მსგავსი რეპრესიებით მომიტინგეებს, უფლებადამცველებს და
Associated Press: საქართველოს მთავრობა რუსეთის მსგავსი რეპრესიებით მომიტინგეებს, უფლებადამცველებს და მედიას თავს ესხმის

თინა ბოკუჩავა - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრ
თინა ბოკუჩავა - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე
clickss