ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბუნებრივია, ყოფილი მინისტრის დაკავება თავისთავად ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები კორუფციის მიმართ.
ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გამიხმოვანებია, მათ შორის მაშინაც, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარიშს როგორც საზოგადოებას, ისე პარლამენტის წევრებს. ჩვენი მიზანია, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ევროპის სამეულში შევიდეთ.
ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა სისტემის გასაჯანსაღებლად. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ვახსენე, რომ წლის ჭრილში მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონი ლარი დაიზოგა. აქ საუბარია ენერგეტიკის სფეროში მოქმედ საწარმოებზე, განსაკუთრებით — ელექტროსისტემაზე, ასევე საქართველოს რკინიგზასა და სხვა სახელმწიფო კომპანიებზე.
ეს 700-მილიონიანი დანაზოგი შემთხვევით არ არის მიღწეული. საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები. წარსულში საქმე ისე კეთდებოდა, რომ სახელმწიფოს დამატებით 700 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი დანაზოგია.
ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენ სისტემის გაჯანსაღებაზე ვზრუნავთ. ამასთან, მნიშვნელოვანია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, რათა ამ ყველაფერს პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. თუ ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ბუნებრივია, იზრდება ცდუნება — როგორც კორუფციასთან, ისე ნებისმიერი დანაშაულის მიმართ. ამიტომაც საჭიროა ეფექტური ზომების მიღება, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ.
როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, რამდენ ხანს გასტანს და რა შედეგით დასრულდება — ეს უკვე სამართალდამცავი უწყებების, პროკურატურისა და სასამართლოს საქმეა. მე არ მაქვს უფლება ამ პროცესებზე კონკრეტული კომენტარი გავაკეთო. მთავარი ის არის, რომ ჩვენთან მოქმედებს კანონისა და სამართლის უზენაესობა. განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნანახია: 14
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს
კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ
ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის
clickss