ნიკოლ ფაშინიანი - თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, ვაფასებ საქართველოს პრემიერის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს

თბილისში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატია. იმედი მაქვს, ეს ფორმატი უფრო მასშტაბურ ფორმატად განვითარდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.
„ცოტა ხნის წინ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი. იმედი მაქვს, ეს ფორმატი განვითარდება უფრო მასშტაბურ და სრულყოფილ ფორმატად. ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა შეხვედრა თბილისში 17 აპრილს გაიმართა.
ნანახია: 1450
მსგავსი სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია

ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან
ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან

ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა
ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა

კახა კალაძე - "ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის "ქ
კახა კალაძე - "ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენმა პარტიამ, საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევ
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენმა პარტიამ, საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში
clickss