პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი ის დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცეს.
პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ - აღნიშნა ი. კობახიძემ.
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ასევე იკავებდა 2021-2024 წლებში.
ნანახია: 199
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატი
ირაკლი კობახიძემ პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს
პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!
„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა
20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს
clickss