2025-04-19

12:30

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!

პოლიტიკა
17-04-2025 18:49

სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ქვაჩაკიძე დაინიშნა.  2000 წლიდან კონსტანტინე ქვაჩაკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.  სლოვაკეთის რესპუბლიკაში დანიშვნამდე, ის კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო. მანამდე კი იყო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ სოფიო ქაცარავა  2020 წლის 1 მარტიდან იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,  ხოლო 2021 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციებს. 2016-2019 წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს სოფიო ქაცარავას მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო. მას ასევე მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას  ირაკლი ასაშვილი დაიკავებს.  აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ივნისიდან ის იყო მალაიზიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული.  ირაკლი ასაშვილს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.  ის  სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე დიპლომატიურ მისიებში. 2018-2023 წლებში ირაკლი ასაშვილს ეკავა ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულყუფლებიანი ელჩის თანამდებობა; ის ასევე იყო საქართველოს გენერალური კონსულო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონსა და ქალაქ სტამბოლში. ირაკლი ასაშვილს  მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 19:25
პოლიტიკა

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა

შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

2025-04-17 18:49
პოლიტიკა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

2025-04-17 13:32
პოლიტიკა

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ

უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

2025-04-17 11:13
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

2025-04-17 11:08
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები