მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა
2025 წლის 15 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს, მირსად აზემოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობებზე, საერთო პრიორიტეტებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, რეფორმების დღის წესრიგზე და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დიასპორასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველყოს დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, გააძლიეროს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის და ხელი შეუწყოს თანამემამულეებს საკუთარი პოტენციალი - ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენონ საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის.
ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა მიზანია დიასპორასთან კავშირების გაძლიერება.
თავის მხრივ, მირსად აზემოვიჩმა ისაუბრა დიასპორის საკითხებში მონტენეგროს სახელმწიფო პოლიტიკაზე, გამოწვევებზე და ხაზი გაისვა საქართველოს გამოცდილების გაზიარების საჭიროებას.
მხარეები შეთანხმდნენ დიასპორასთან ეფექტიანად თანამშრომლობის საკითხებში თანამშრომლობის და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, აქტიურ მუშაობაზე.
ნანახია: 549
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss