საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფორუმი სხვადასხვა საკითხზე ლიდერებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის აღდგენის მნიშვნელობაზე და მომდევნო სხდომის უახლოეს მომავალში ჩატარებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გამოითქვა იმედი, რომ 2025 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც უზრუნველყოფს ნდობის აღდგენასა და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო მინისტერიალი თურქეთში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 267
მსგავსი სიახლეები

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს

„საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გე
სემინარში მონაწილეობენ ჰუსამ ჰამზა და სინდი სიმეონოვა-GFCM; ნინო გერზმავა, ასოციაციის გამგეობის წევრი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი: 1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია!
ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის
clickss