2025-04-08

00:52

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ

პოლიტიკა
07-04-2025 11:52

სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, თავისი რეზოლუციით, ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია უკვე გასაკვირი არ არის. ასევე, შეგახსნებეთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც 5 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს გაუგზავნა.

„გიზიარებთ წერილს, რომელიც ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტის პოზიციაზე თებერვლის დასაწყისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მივწერე:

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის დელეგაციის წევრობიდან გადადგომის წერილით მომართეს. შესაბამისად, დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასევე, მსურს, რამდენიმე განმარტება გავაკეთო პარლამენტის დელეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 29 იანვრით დათარიღებულ ბოლო რეზოლუციაში (2585 (2025) წამოაყენა საქართველოს დელეგაციის რწმუნების აღიარების პირობები. ამით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შელახა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ვინაიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აღიარების წინაპირობად საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება დაადგინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მცდელობა, უარი თქვას ქართველი ხალხის არჩევანის აღიარებაზე, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავად ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, არამედ წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ უგულებელყოს არსებული რეალობა და ამით გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, თავიანთი პარტიკულარისტული ინტერესების იარაღად გამოიყენონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს თავად ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამგვარი ქმედებები მიკერძოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტი, და ევროპის საბჭოს პრინციპებთან, როგორებიცაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, არღვევს ინკლუზიურობის პრინციპს და თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აზიანებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო მსგავსი მცდელობა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ლახავდა, იყო 2022 წლის 13 ოქტომბრის 2463 (2022) რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, „პოლიტიკურ პატიმრად“ აცხადებდა და მოითხოვდა მის გამოშვებას კანონიერი და ლეგიტიმური პატიმრობიდან. ბატონო პრეზიდენტო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დელეგაციის გაუქმების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ევროპის საბჭოს ძირეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად, რომლებიც გულისხმობს ხალხის არჩევანის პატივისცემას, უმრავლესობის მმართველობას უმცირესობის უფლებების დაცვით და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.

 

მსგავსი სიახლეები

2025-04-07 17:04
პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკი

კენჭისყრამდე კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

2025-04-07 16:58
ეკონომიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მ

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ

2025-04-07 14:19
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი PACE-ს სხდომაზე - როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა

მისივე თქმით, გარკვეული ევროპული პოლიტიკური ჯგუფიდან ვხედავთ, რომ „სხვისი ხელით და უკრაინელების

2025-04-07 11:52
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენ

პაპუაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც 5 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს

2025-04-07 11:36
სპორტი

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია

ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და ათ მატჩში მის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები