შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ისტორიულ მეგობრობასა და მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირეზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სიმბოლური და სასიხარულოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველ ოფიციალურ ვიზიტს სწორედ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მართავს.
დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები, როგორც თავმჯდომარეებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის. აღინიშნა ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობა თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონული პროექტების განხორციელებაზე მუშაობის მზაობა.
საჰიბა გაფაროვამ შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანში მიიწვია.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ნინო წილოსანმა და ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა: სავალან მირზოევმა, ზაურ დარგალმა, გენრიეტა წიწავამ და დიმიტრი ხუნდაძემ.
ნანახია: 184
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვ
აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირეზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს
clickss