საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
ამასთან, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილება განპირობებულია სამთავრობო პროგრამაში დაფიქსირებული მთავრობის ამოცანით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
ნანახია: 95
მსგავსი სიახლეები

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" მმართველი საბჭო Forever Living Products
FLP საქართველო ზრდის ინტერესს ჯანსაღი ცხოვრებისა და ბუნებრივი პროდუქტების მიმართ

მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში სამი მედალი მოიპოვა
ხმლით ფარიკაობის ფინალში (A კატეგორია) ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშების ჩემპიონია!
ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში იტალიელი იულია მარკოვსკა ანგარიშით 15:5 დაამარცხა

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა!
„ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ამასთან, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო
clickss