2025-03-12

08:27

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ‘უცხოური გავლენის’ კანონთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეცვლით

პოლიტიკა
08-02-2025 14:33

თებერვალსევროპის საბჭოს გენერალური მდივანიალენ ბერსე, 

ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსირაკლი კობახიძეს.. ‘უცხოური გავლენის’ კანონის გადახედვაზე პასუხისმგებელი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სტატუსზე შეთანხმების მისაღწევად. აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმებით იქნა მიღებული 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს. 20 იანვარს, ევროპის საბჭოს სამდივნომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართა სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე. ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადარომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის 

მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში

და შეცვალოს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონიროგორც ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

გენერალურმა მდივანმა ღრმა სინანული გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების თაობაზე. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდი პოლარიზაციის გამო. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შეფასდეს ხელისუფლების კურსის შეცვლით გამოწვეული ახალი ვითარების ზეგავლენა. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.

ევროპის საბჭოს მთავარი როლი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების განუხრელად დაცვაა. ამ მიზნით, გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს ევროპის საბჭოს რამდენიმე ორგანოს წარმომადგენელი ეწვია, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია.


 გენერალური მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა 

 პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერი ინგლისურ ენაზე (2024 წლის 20 დეკემბერი)  

 პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერი ქართულ ენაზე (2024 წლის 20 დეკემბერი)

მსგავსი სიახლეები

2025-03-11 17:49
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვ

აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური

2025-03-11 12:06
სპორტი

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს

2025-03-11 11:53
ეკონომიკა

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

2025-03-11 11:00
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირეზე

2025-03-10 12:16
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები