2025-01-30

23:07

ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

პოლიტიკა
30-01-2025 12:25

თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას საქართველოსთვის.

„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ასევე სტრასბურგს და ამის მორიგი გამოხატულება არის ის უსამართლობა, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ. უსამართლობაზე მეტად, ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითიც აღიარეს არჩევნების შედეგები. იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ, არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის და ჩვენი გუნდის სახელით. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, წყვეტს მუშაობას და მოხდება დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის მარტივი საკითხი, რაიმე არსებითი მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა არის ასპექტი ამ გადაწყვეტილების, რაც ანალიზს იმსახურებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

2025-01-30 18:03
სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ, ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედ

დღეს წყვილთა შორის მოკლე პროგრამის წარდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ

2025-01-30 13:15
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს კონგრესის თავმჯდომარის დელეგაცია საქართველოს 3-4 თებერვალს ეწვევა!

კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან აიკი და ადგილობრივი

2025-01-30 12:36
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ წუხს საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტ

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს

2025-01-30 12:25
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ასეთ ვითარებაში ჩვენი

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა

2025-01-30 12:06
პოლიტიკა

თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამ

წულუკიანი ამბობს, რომ ამ დათქმის მიღება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა და, შესაბამისად, საზოგადოების დიდი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები