ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციამ მოამზადა შესწორებები, სადაც განმარტებულია, რომ ახალი არჩევნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციამ, ასევე ასამბლეის სხვა წევრებმა გარკვეული ცვლილებები მოამზადეს.
კერძოდ, გუშინ მომზადებულ პროექტში წერია: „7.3. საქართველოში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და აქტორი, მათ შორის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და გადაცდომები“.
შესწორებაში კი აღნიშნულია: რეზოლუციის პროექტში, 7.3 პარაგრაფის შემდეგ, ჩაემატოს შემდეგი პარაგრაფი: „ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში“. აღნიშნული შესწორების წარმდგენები არიან: ბორიანა ობერგი, გუსტაფ გოტბერგი, მარკუს ვიხელი, მაიკლ რუბესტადი, სემ რაშვორთი, ლორდი მაიკლ გერმანი, კეტ ეკლსი, ჯესიკა სტეგრუდი.
ამასთან, მონიტორინგის კომიტეტის მიერ გუშინ მომზადებულ პროექტში აღნიშნულია: „11. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით და დიალოგის შენარჩუნების მზაობის ნიშნად, ასამბლეა, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების და ქვეყანაში არსებული სიტუაციის საერთო გადაფასების მოლოდინში 2025 წლის აპრილის სესიაზე, გადაწყვეტს, დაამტკიცოს ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ამავდროულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან…“.
შესწორება 4.
შესწორების თანახმად, რომლის წარმდგენი არიან: გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი, ზვიად შალამბერიძე, რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი, კლემენტ შოპოვი, რუბენ რუბინიანი, არმენ რუსტამიანი, ისკრა მიხაილოვა, რეზოლუციის პროექტში მე-11 პარაგრაფი ჩანაცვლდეს შემდეგი პარაგრაფით: „ასამბლეა წყვეტს, დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება“.
ამავდროულად, განმარტებით ბარათში აღნიშნულია: „საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესწორება გვთავაზობს უფლებამოსილების რატიფიცირებას და მომავალი არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის რეფორმების გაგრძელებას“.
მიღების შემთხვევაში, შესწორებები 6, 2 ძალას კარგავს. ძალას კარგავს, თუ მიღებულ იქნება მე-7 შესწორება.
შესწორება 7, წარმდგენები: სერ კრისტოფერ შოუპი, ლორდი ჯორჯ ფულკესი, ლორდ მაიკლ გერმანი, კატ ეკლესი, ლორდ რიჩარდ კინი, პერან მუნი, დენ ოლდრიჯი, ქ ლინსი ფარნსვორტი, ლი ინჰემი, ოლექსიი გონჩარენკო, ლორდ დონ ტუჰიგი.
მიღების შემთხვევაში, შესწორებები 4, 6, 2 ძალას კარგავს.
რეზოლუციის პროექტში, მე-11 პარაგრაფი, სიტყვების „ამ მოსაზრებების გათვალისწინებით“ ამოღებულ იქნეს პარაგრაფის შეხსენება და ჩაიწეროს შემდეგი სიტყვები: „ასამბლეა წყვეტს, არ განახორციელოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება“.
პროექტის გუშინდელ ვერსიაში ნათქვამია: „11.1 დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორის, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა სასწრაფოდ გამოასწოროს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცხადებული ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას“.
შესწორების თანახმად, რეზოლუციის პროექტში, პარაგრაფი 11.1-ში, სიტყვები „მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცხადებული“ ჩანაცვლდეს შემდეგი სიტყვებით: „გამოცხადდება მომდევნო თვეების განმავლობაში“.
წარმდგენები: ერიკ-ნილეს კროსი, კადრი ტალი, ოლექსი გონჩარენკო, პეტრი ჰონკონენი, ოლექსანდრ მერეჟკო, ჰანა ლაჰე, მარტინას გედვილასი, რიან ვოგელსი.
ძალას კარგავს, თუ შესწორებები 7, 4 მიიღება.
11.7 – განაგრძოს სრული ჩართულობა ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში.
შესწორება 2: წარმდგენები: ელიზავეტა იასკო, ჯორჯ პაპანდრეუ, მარია მეზენცევა-ფედორენკო, ემანუელის ზინგერისი, პაბლო ისპანი.
რეზოლუციის პროექტში, 11.7 პარაგრაფის ბოლოს, დაემატოს შემდეგი სიტყვები: „და იმუშაოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონიტორინგის მექანიზმები ეფექტურად ფუნქციონირებდეს წინასაარჩევნო პერიოდში, რითიც გაძლიერდება დროული გაფრთხილებები დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ“.
ძალას კარგავს, თუ შესწორებები 7, 4 მიიღება.
პროექტის გუშინდელ ვერსიაში წერია: „12. ამავდროულად, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშნად, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოუსწორებია ხელისუფლებას, ასამბლეა გადაწყვეტს, შეუჩეროს საქართველოს დელეგაციის წევრებს შემდეგი უფლებები…“.
შესწორება 5-ის თანახმად, რომლის წარმდგენები არიან: „გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი, ზვიად შალამბერიძე, რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი, რუბენ რუბინიანი, არმენ რუსტამიანი, ჯემალეთინ კანი თორუნი, აბდურაჰმან ბაბაჯანი, ისკრა მიხაილოვა, კლემენტ შოპოვი“, რეზოლუციის პროექტში მე-12 პარაგრაფი ჩანაცვლდეს შემდეგი პარაგრაფებით:
„გარდა ამისა, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: 12.1. გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, და დაჩქარებული ტემპით განახორციელოს საჭირო რეფორმები; 12.2. გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში; 12.3. გააგრძელოს სრული ჩართულობა ასამბლეის მონიტორინგის პროცედურებში“.
განმარტებითი ბარათი – შესწორება გვთავაზობს საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, შეინარჩუნოს კარგი თანამშრომლობა ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან.
ამავდროულად, 28 იანვარს მომზადებული პროექტის მიხედვით: „14. ასამბლეას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა განიხილოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, მათ შორის ზემოხსენებული უფლებების შეჩერება, 2025 წლის აპრილის სესიაზე, მე-11 პუნქტში ნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მისი პროცედურის წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად“.
შესწორება 3: რეზოლუციის პროექტში ამოღებულ იქნას მე-14 პარაგრაფი.
წარმდგენები: გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი, ზვიად შალამბერიძე, ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი, კლემენტ შოპოვი, რუბენ რუბინიანი, არმენ რუსტამიანი, ისკრა მიხაილოვა, ილდირიმ თუღრულ თურქეში.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 195
მსგავსი სიახლეები
clickss