2025-01-30

18:18

გაერო-ს ექსპერტები: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს ზომები ძალადობის პრევენციისთვის და გამოიძიოს სამართალდამცველთა ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები

პოლიტიკა
29-01-2025 12:29

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის პრევენციისთვის და გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ფაქტები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის /გაერო/ ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებების საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ასევე სხვა პირების მხრიდან, რომლებსაც არ ეცვათ ფორმა და არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, – აღნიშნავენ გაერო-ს ექსპერტები.

გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ბრალდებების მასშტაბები და ზიანის სიმძიმე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მიაყენეს მომიტინგეებს და, მოგვიანებით, დაკავებულებს, შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ცნობების მიხედვით, პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად იყენებდა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, წიწაკის გაზს და სხვა ქიმიურ საშუალებებს, ასევე, ასობით ადამიანი დაშავდა, უჩვეულოდ მაღალმა პროცენტმა კი თავისა და სახის სერიოზული დაზიანებები მიიღო.

„ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ბევრ დაკავებულს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხანგრძლივად და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების დაზიანებით დაემუქრნენ და მათ უარი ეთქვათ სამედიცინო დახმარებაზე“, – აღნიშნულია ექსპერტების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი მოვლენების გამოძიება.

„დღემდე ამ გამოძიებას არ ჰქონია რაიმე შედეგი, მაშინ როცა მრავალი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება“, – აცხადებენ გაერო-ს ექსპერტები.

მათივე განმარტებით, „ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან ელოდებიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების დაწყებას“.

„ყველა თვითნებურად დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს და ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, უნდა გაეწიოს“, – აცხადებენ გაერო-ს ექსპერტები.

ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის ნებისმიერი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს და მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ექსპერტებმა წერილობით მიმართეს საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით და განაგრძობენ ვითარების მჭიდრო მონიტორინგს.

მსგავსი სიახლეები

2025-01-30 18:03
სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ, ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედ

დღეს წყვილთა შორის მოკლე პროგრამის წარდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ

2025-01-30 13:15
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს კონგრესის თავმჯდომარის დელეგაცია საქართველოს 3-4 თებერვალს ეწვევა!

კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან აიკი და ადგილობრივი

2025-01-30 12:36
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ წუხს საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტ

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს

2025-01-30 12:25
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ასეთ ვითარებაში ჩვენი

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა

2025-01-30 12:06
პოლიტიკა

თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამ

წულუკიანი ამბობს, რომ ამ დათქმის მიღება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა და, შესაბამისად, საზოგადოების დიდი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები