2025-01-15

10:26

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო

პოლიტიკა
14-01-2025 18:23

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობს საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტი გურამ როგავა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს.

„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ერთი საკითხი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ კრიზისს და მისი მოგვარების გზებს; მეორე ეხება კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ცვლილებებს, იქნება ეს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. თუმცა ჩვენს პარტნიორებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ კითხვები არჩევნების ნაწილში, განსაკუთრებით, რაც ვიხილეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა თუ იქნება კითხვები ამ საკითხზე, ვუპასუხებთ“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 18:37
პოლიტიკა

საქართველო: ევროკავშირი გმობს ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებუ

უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ჩინოვნიკებისთვის უნდა იყოს

2025-01-14 18:23
პოლიტიკა

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის

2025-01-14 15:14
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოქალაქეებს ეროვნული დროშის დღე მიულოცა

ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არის არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ერთიანობის

2025-01-13 13:58
სპორტი

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ასპარეზობის პირველივე მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის

2025-01-13 13:47
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები 46-ე დღეა გრძელდება!

თბილისსა და ბათუმში დემონსტრანტებმა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით გამოვიდნენ.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები