მამუკა მდინარაძე - სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვა არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, ამას ჰქვია მტრობა და მეტი არაფერი
ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს სამი ოპოზიციური გაერთიანების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისადმი მიმართვაზე, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
„ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველო რაც შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გართულებული ურთიერთობები, რომ ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს. მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი. შეუძლებელია, სხვანაირად შეაფასო ის ყოველდღიური მათი მტრობა საკუთარი ქვეყნის, რომელსაც ისინი ჩადიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას არ აკეთებენ თავიანთი ნებით. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათი ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული. სხვანაირად ისინი არ მოქმედებენ, არც აქვთ უფლება, რომ სხვანაირად იმოქმედონ – რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები გახდა ბოლო პერიოდში და შესაბამისად მოქმედებენ მათი აგენტურის წარმომადგენლებიც საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნანახია: 62
მსგავსი სიახლეები
clickss